“ეკონომიკური ზრდის ტემპზე ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა, პირველ რიგში, ეს იყო ე.წ. ტრადიციული ტურიზმი” – ნადარაია

“ეკონომიკური ზრდის ტემპზე ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა, პირველ რიგში, ეს იყო ე.წ. ტრადიციული ტურიზმი” – ნადარაია

თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაიას შეფასების ეკონომიკური ზრდის ტემპზე ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა, პირველ რიგში კი ეს ე.წ. ტრადიციული ტურიზმი იყო. ამის შესახებ მან გადაცემა “საქმიან დილაში” საქართველოს ეკონომიკური ზრდის ბოლოდროინდელ მაჩვენებლებზე საუბრისას განაცხადა.

აღსანიშნია, რომ აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.8% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.0% განისაზღვრა.

“ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აპრილში ორნიშნა იყო და ეს პრინციპში იმ მაჩვენებლების გათვალისწინებით, რაც ზრდის მამოძრავებელი ფაქტორებია. პირველ რიგში, ე.წ. ტრადიციული ტურიზმი, ანუ მიგრაციის გარდა ტურიზმი. წელი წელთან დინამიკით, ეს არც იყო გასაკვირი. ოფიციალური ინფორმაცია არ არის ჯერჯერობით, მაგრამ თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ თიბისის არხებით ტურისტების ხარჯებს. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა “ტავ ჯორჯიას”, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია თბილისის და ბათუმის აეროპორტში ჩამომსვლელ ვიზიტორებთან დაკავშირებით, იქ წელი წელთან შედარებით მართლა ძალიან დიდი ზრდაა. აპრილშიც და მაისშიც კი თიბისის არხებით წელი წელზე დოლარის ექვივალენტში დაახლოებით 45%-იანი ზრდაა, ე.წ. ტრადიციული ტურიზმის, მაშინ როცა მიგრაციის ეფექტი დაახლოებით იმავე დონეზეა. თავისთავად იყო სხვა ფაქტორებიც, რომელიც ეკონომიკის ზრდაზე მოქმედებს, მაგრამ ეს ობიექტურად ასეა.

ცალკე საკითხია, თუ შევხედავთ თვე თვეზე დინამიკას, ანუ სეზონურობის გამორიცხვით, ანუ მაისი აპრილთან, აპრილი მარტთან შედარებით, აქ ვერ ვიტყვი, რომ კლება ჩანს, მაგრამ ისეთი ზრდის ტემპი არ ჩანს, როგორიც წელი წელზე.

ამასთან, სავალუტო შემოდინებები ისევ ძლიერია, თუმცა თვე თვეზე დინამიკა გვაჩვენებს, რომ ისეთი ზრდის დინამიკა არ არის. ეს არის რაც შეიძლება ითქვას ამ მაჩვენებლებთან დაკავშირებით”, – განმარტა ოთარ ნადარაიამ.

მისივე თქმით, მაკროეკონომიკური პარამეტრების მხრივ მდგრადობა შენარჩუნებულია.

ამასთან, როგორც თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი აღნიშნავს, მიუხედავად ბოლოდროინდელი მოვლენებისა, “თიბისი კაპიტალის” საბოლოო სცენარით ზრდა დაახლოებით 6.4%-იანი იყო, თუმცა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები უფრო მეტ ზრდაზე მიუთითებს.

ცნობისთვის, მთავრობამ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეცვალა – აქამდე ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო როგორც გუშინ პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, მაღალი ალბათობით ზრდა 6%-საც გადააჭარბებს.

მსგავსი სიახლეები

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი…

2024 წლის 16 სექტემბრიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ,…
8 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

8 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა –…

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება – აღნიშნული ინფორმაციას ღვინის…
ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი დღეს რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალის ღირებულებამ 2,570 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ოქრო…